Saturday, October 3, 2009

პროექტის სახელი:გავიცნოთ მწერალი შიო მღვიმელი

პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები იკვლევენ რამდენად პოპულარულია შიო მღვიმელი მათ თანატოლებში დღეს,ამზადებენ პატარა ბროშურებს, რომელშიც იქნება მწერლის მოკლე ბიოგრაფია და შემოქმედების ის ნაწილი,რომელსაც თვითონ შეარჩევენ,მოიძიებენ ინფორმაციას და განათავსებენ ინტერნეტში,ამზადებენ საღამოს შიოს შესახებ.

პროექტის სრული აღწერა:მონაწილეები თემში(მეზობლებში,მეგობრებში,თანატოლებში)გამოიკვლევენ,თუ რა იციან მათ შიო მღვიმელის შესახებ,რომელი ლექსი ახსოვთ ზეპირად და რომელი მოსწონთ.შეგროვილ მასალას შეაჯამებენ და შექმნიან ბროშურას,რომელშიც შეიტანენ მწერლის ბიოგრაფიას და თანატოლების საყვარელ ლექსებს. ამ ბროშურებს დაურიგებენ იმ ბავშვებს,რომლებიც მომავალ წელს სასკოლო ასაკს მიაღწევენ,სთხოვენ ისწავლონ რამდენიმე ლექსი და ამ ბავშვებს ჩართავენ იმ საღამოში,რომელსაც მიუძღვნიან შიო მღვიმელის პოპულარიზაციას.მოიძიებენ მწერლის ხელნაწერებს, სხვადასხვა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის გამონათქვამებს მის შესახებ,ფოტოებს.ამ ინფორმაციას შეკრებენ,შეაჯამებენ და განათავსებენ ინტერნეტში.გააკეთებენ ფოტოგალერეას google-ში.


მონაწილეთა ასაკი:5-11წელი

ვადები/ხანგრძლივობა:

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევის შედეგად მოდძიებული მასალის შეჯამება,დისკუსია,ბროშურის შესაქმნელად მწერლის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად კითხვა,ბროშურის დიზაინის და სტილის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:შიო მღვიმელის პოპულარიზაცია,ბუკლეტი მწერლის შესახებ,მონაწილეები გაიწაფებიან კვლევაში,კომპიუტერთან მუშაობაში,მიეჩვევიან თანამსრომლობას.გაიღრმავებენ ცოდნას შიო მღვიმელის შესახებ,მიიღებენ საღამოს მომზადების გამოცდილებას, თემი ჩაერთვება სასკოლო ცხოვრებაში.

სარგებელი სხვებისთვის:ელექტრონული ვერსია შიო მღვიმელის შესახებ,სკოლის რეკლამირება,თემის წევრები გაეცნობიან სასკოლო ცხოვრებას და უკეთ გააკეთებენ არჩევანს,სკოლამდელი ასაკის მოსწავლეები შეეჩვევიან სკოლას.

სამუშაო ენა:ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:მეზობელი სკოლების მოსწავლეები.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა,კვლევის ჩატარება,მოკვლეული მასალების ანალიზის უნარის ჩამოყალიბება.
მუსიკა:მოსწავლე შეარჩევს და მიოძიებს წარმოდგენისთვის საჭირო მუსიკალურ, ლიტერატურულ მასალას და იყენებს საღამოს მუსიკალურ გაფორმებაში.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება…

პროექტის ფასილიტატორი:თამარ კიკალიშვილი.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tamunakikala@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი:http://kikalatamuna.blogspot.com/